English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ გიორგი ბერულავა
ნდობის, სავაჭრო კრედიტის და ფირმის საქმიანობას შორის კავშირის შესწავლა პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში

ვრცელი რეზიუმე

სტატიის მიზანია გარდამავალ ეკონომიკებში გააანალიზოს ნდობაზე დამყარებული არაფორმალური ურთიერთობების გავლენა ფირმის საქმიანობაზე. ამ კვლევაში ჩვენ ვიყენებთ სავაჭრო კრედიტს, როგორც ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების შემცვლელს. კერძოდ, ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვას: „აუმჯობესებს თუ არა სავაჭრო კრედიტის გაცემა მისი გამცემი ფირმების ბიზნეს საქმიანობას?“ პასუხს ამ კითხვაზე შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა გარდამავალი ფირმებისთვის საუკეთესო ბიზნეს ურთიერთობის შემუშავების მიზნით. თუმცა, ამ საკითხის ემპირიულად ტესტირება ამ მომენტამდე არ მომხდარა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებისა და ბიზნეს საქმიანობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარების სირთულის გამო. ჩვენ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიყენებთ PSM-ის (გადახრის ქულის შედარება) მეთოდს, რათა დავადგინოთ ჰიპოთეზები იმ ფირმებისთვის, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ სავაჭრო კრედიტს და შევადაროთ იმ კომპანიებს, რომლებიც არ ენდობიან თავიანთ მომხმარებელს. შედარების პროცედურა დაფუძნებულია მახასიათებლებზე, რომელთაც გავლენა აქვთ არჩევნის ალბათობაზე როგორც სავაჭრო კრედიტის გაცემაზე, ასევე ბიზნეს საქმიანობის შედეგზე. უფრო კონკრეტულად, ჩვენ გამოვიყენეთ კოვარიატები, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკური აგენტების ნდობაზე სამართლებრივი სისტემის მიმართ; ასევე, იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც მათ მიიღეს მეგობრისგან, ახლობლისგან, კოლეგისგან, პარტნიორისგან, ბიზნეს ასოციაციისგან ან სამთავრობო უწყებისგან; კონკურენციის ხარისხი და ზეწოლა ფირმაზე, რომ მოახდინოს მომხმარებლისგან, ასევე ადგილობრივი და უცხოელი კონკურენტებისგან ინოვაცია; ცვლადები, რომლებიც ასახავს ფირმების გამოცდილებას პარტნიორებთან საქმიანობაში; რიგი ფინანსური ინდიკატორები; მრეწველობა და სხვა. კვლევა ჩატარდა 28 გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ფირმებში ჩატარებული კვლევიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.

ამ კვლევის მთავარი კონტრიბუცია არის გარდამავალ ეკონომიკებში ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებისა და ბიზნეს საქმიანობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ახალი ემპირიული ხედვის შემოთავაზება. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ არაფორმალური, ნდობაზე დამყარებული საკონტრაქტო მართვის ინსტიტუტები წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესების ეფექტურ გზას. კერძოდ, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები ასოცირდება გაზრდილ გაყიდვებთან. ისინი ქმნის უფრო ინტენსიური ინოვაციური აქტივობების სტიმულებს და უზრუნველყოფს სამუშაო პროდუქტიულობის უფრო მაღალ დონეს. ფირმები, რომლებიც საკუთარ პარტნიორებს ენდობიან, ხასიათდებიან რეინვესტირებული მოგებების უფრო დიდი პროპორციით. ამ აღმოჩენების მთავარი ახსნა არის ის, რომ ნდობის წარმოქმნა ეკონომიკურ აგენტებს შორის უზრუნველყოფს ტრანზაქციის დანახარჯების შემცირებას, ხელს უწყობს სწავლას და განგრძობით გაუმჯობესებას; ქმნის სტიმულებს ინოვაციური აქტივობებისთვის და, შესაბამისად, ეხმარება ფირმებს, გააუმჯობესონ თავიანთი ზოგადი ბიზნეს საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები ყოველთვის მოიცავს არაეფექტურობის პოტენციურ საფრთხეს, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ხდება ახალი დაბალსაფასურიანი შემომსვლელის გამორიცხვა, ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ საბოლოოდ, ასეთი ურთიერთობები სასარგებლოა გარდამავალი ფირმებისთვის.

ინფორმაცია, გამოყენებული ანალიზში არის კარგად დაბალანსებული, რაც კვლევის შედეგებს უფრო სანდოს ხდის. თუმცა, სენსიტიურობის ტესტმა აჩვენა, რომ მაშინ, როდესაც სავაჭრო კრედიტის მოსალოდნელი შედეგები ბიზნეს საქმიანობის რამდენიმე ინდიკატორზე საკმაოდ სანდოა, მისი გავლენა რიგ სხვა შედეგზე სენსიტიურია ფარული გადაცდომის მიმართ. კვლევის კიდევ ერთი შეზღუდვაა ის, რომ ის იყენებს ნდობაზე დამყარებული ურთიერთობების მხოლოდ ერთ პროქსის და საქმიანობის შედეგის ინდიკატორების შეზღუდულ რაოდენობას.

შესაბამისად, მომავალი კვლევისთვის, ჩვენ გთავაზობთ ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებსა და ბიზნეს საქმიანობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის კვლევას ალტერნატიული მეთოდების გამოყენებით, მათ შორის ინსტრუმენტალური ცვლადების ტექნიკით; ნდობის რამდენიმე პროქსის გამოყენება და შედეგის მრავალფეროვანი ცვლადები. ეს შეავსებს ამ კვლევაში გამოყენებულ, PSM-ის პროცედურას და მოგვცემს ჩვენი დასკვნების სანდოობის შეფასების საშუალებას.